ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ ზედიზედ ორი წლის განმავლობაში შეძლო ორნიშნა ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა” – ლევან დავითაშვილი

გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ ზედიზედ ორი წლის განმავლობაში შეძლო ორნიშნა ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

„შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში სიღარიბე ფაქტობრივად, განახევრდა, თუმცა, უმუშევრობა და სიღარიბის კიდევ უფრო შემცირება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა – სწორედ აქეთაა მიმართული ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც გულისხმობს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას, სტრუქტურული რეფორმების გატარებას, საექსპორტო პოტენციალის გაფართოებასა და ვაჭრობის ხარისხობრივ გაუმჯობესებას. ის ასევე მოიცავს ენერგოუსაფრთხოების ხელშეწყობას, ქვეყნის ეკონომიკური ფუნქციების დივერსიფიკაციას, ახალი შესაძლებლობების ეფექტიან გამოყენებას და, რაც მთავარია, ევროკავშირთან დაკავშირებადობის გაუმჯობესებას“ – განაცხადა მინისტრმა.

იტვირთბა....