ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ტრაგედია ვენეციაში – სულ მცირე 21 ადამიანი ემსხვერპლა ხანძარს, რომელიც ავტობუსის გზიდან გადავარდნის შემდეგ გაჩნდა

იტალიაში, ვენეციის გარეუბანში, ავტობუსი ესტაკადიდან, 10 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, სარკინიგზო ლიანდაგს დაეცა და ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად სულ მცირე 21 ადამიანი ცოცხლად დაიწვა. არიან დაშავებულებიც.

უცხოური მედიის ცნობით, შემთხვევას 15 ადამიანი გადაურჩა.

ვენეციის მერმა, ლუიჯი ბრუნარომ კი Twitter-ზე დაწერა, რომ შემთხვევა “აპოკალიპსური” იყო. დაღუპულთა გამო მან გლოვა გმოაცხადა. ქვეყნის პრემიერმა შემთხვევი გამო მწუხარება გამოთქვა.

ადგილზე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები და სამართალდამცველები არიან მობილიზებულები.

ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.

იტვირთბა....