ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესის დასრულებით ამ ქვეყნის მომავალი არ გადაწყდება” – სამადაშვილი

„ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმი კლავს ქვეყანაში პოლიტიკურ პროცესს,“ – ეს განცხადება „ლელოს“ ლიდერმა სალომე სამადაშვილმა „რეაქციაში“ გააკეთა.

სალომე სამადაშვილის თქმით, რეალური პრობლემების მიჩქმალვას და გადაფარვას ცდილობს სახელისუფლებო გუნდი, მათ შორის, „ლელოს“ არ მისცეს უფლება, რომ პრემიერის იმპიჩმენტის პროცესი ბოლომდე მიეყვანა.

ეს არის აბსოლუტურად ფსევდო პროცესი და ფსევდო პოლიტიკური პროცესების შექმნით არის დაკავებული დღეს ბიძინა ივანიშვილი. მიუხედავად იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილის სწორ გადაწყვეტილებებს მივსალმებივარ, გვახსოვს, რომ ფსევდო პროცესი იყო არჩევნები, როდესაც ის კენჭს იყრიდა პრეზიდენტად.
ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმი კლავს ქვეყანაში პოლიტიკურ პროცესს.
არსებობს „კენგრუს სასამართლო“ – განუვითარებელ მესამე მსოფლიოს ქვეყნებში მოგონილი სასამართლოები, რომელსაც შინაარსი არ აქვს. ამ პროცესს ვინც უყურებს, უნდა მიხვდეს, რომ მისთვის დადგეს ფსევდო სასამართლო პროცესი – იმას კი არ ვამბობ, რომ ზურაბიშვილს და კობახიძეს შორის დაპირისპირება ფსევდოა, რეალური დაპირისპირებაა. დარწმუნებული ვარ, რომ ოცნება ამ პროცესს იყენებს იმისთვის, რომ შექმნას დამატებითი დაბრკოლებები ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, მაგრამ ამ ყველაფრიდან, რაც დავინახეთ, ის კი არ არის მნიშვნელოვანი, იმპიჩმენტი რით დამთავრდება – სიმართლე რომ გითხრა, ამ ქვეყნისთვის ამ თვალსაზრისით არაფერი შეიცვლება – ფსევდო ეროვნული ბანკი რომ გაქვს, ფსევდო სასამართლო რომ გაქვს, პარლამენტი, რომელიც გამოცლილია პოლიტიკური პროცესისგან, მათ შორის შენ პოლიტიკურ ინსტრუმენტებს ვერ იყენებ, რომ იმაზე ილაპარაკო, რაც რეალური პრობლემაა.

სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესის დასრულებით ამ ქვეყნის მომავალი არ გადაწყდება, ახლა ისეთ ეტაპზე ვართ, “ოცნებამ” უკვე იმდენი გააფუჭა, თუ უნდა ევროკავშირს პოლიტიკური მიზეზებით მოგვცეს კანდიდატის სტატუსი, შეიძლება იმპიჩმენტი რომ მოხდეს, მაინც მოგვცენ, იმიტომ, რომ უკვე ყველაფეირ და იმდენია გაფუჭებული,“ – ამბობს სამადაშვილი.

იტვირთბა....