ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“12 დეპუტატი თუ იყიდეს, მართლა უნდა გავიდეთ იქიდან” – ანა წითლიძე

„მართლა, რას მოვესწარი, რომ ჩემი დასაცავია სალომე ზურაბიშვილი, სამეგრელოში კამპანიას ვხელმძღვანელობდი მე მაშინ,“ – ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ „რეაქციაში“.
ანა წითლიძე დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხითაც „ქართული ოცნება“ უმთავრესი საკითხების გადაფარვას ცდილობს.

დღეს სრულ სიგიჟეს ვუყურეთ, მაშინ, როდესაც საქართველოს მოქალაქეები ბევრი პრობლემის წინაშე დგანან. მათ შორის იმპიჩმენტი არ იქნება არც პირველი და არც უკანასკნელი იმისთვის, რომ მსგავსი რაღაც გამოიგონონ და ყველა სხვა პრობლემა გადაფარონ. საერთაშორისო ასპარეზზე ამის მიზანი არის ის, რომ ოცნებას კანდიდატის სტატუსი არ აწყობს. კანდიდატის სტატუსი ვალდებულებას ითვალისწინებს – თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, კორუფციასთან ბრძოლას ითვალისწინებს – ეს ყველაფერი ის არის, რაც „ქართულ ოცნებას“ არ აწყობს, რადგან ის დგას ძალადობაზე და კორუფციაზე.

პრეზიდენტის იმპიჩმენტი როგორც არ უნდა დამთავრდეს, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ არ გამოუვათ, წარმოუდგენელია პარლამენტში შეაგროვონ ეს 12 თუ 13 ხმა. აქ საუბარი არ არის 2 ხმაზე, 12 დეპუტატი თუ იყიდეს, მართლა უნდა გავიდეთ იქიდან,“ – ამბობს ანა წითლიძე.

იტვირთბა....