ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“როგორ გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან, ამ მასკარადს რომ არ ვუყუროთ, პრეზიდენტმა ლაზარე ხვალ დილით შეიწყალოს” – ხოშტარია

იცით, როგორ შეიძლება დღის წესრიგის შეცვლა – როგორ გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან, რომ ამ მასკარადს არ ვუყუროთ, პრეზიდენტმა ლაზარე ხვალ დილით შეიწყალოს – ეს განცხადება „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ „რეაქციაში“ გააკეთა.
ხოშტარიას თქმით, “ქართული ოცნება” მნიშვნელოვანი თემების გადაფარვას ცდილობს, მათ შორის იმპიჩმენტით და სალომე ზურაბიშვილს დღის წესრიგის შემოტრიალება მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებით შეუძლია.

როცა ვამბობ, რომ იმპიჩმენტი დადგმულია, არ ვგულისხმობ, რომ არ უნდა ვილაპარაკოთ მასზე, ალტერნატივაც ვთქვი, რა იქნება ამ შემთხვევაში, დღის წესრიგის შეტრიალება „ქართული ოცნებისთვის“, ეს იქნებოდა ლაზარეს შეწყალება.
გასაგებია, რომ ხელისუფლებას ჰყავს სუს-ი, შეუძლიათ ნებისმიერი უნამუსობა ჩაიდინოს, აქვთ ფული, შეუძლიათ დღის წესრიგი შექმნან – მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ჩვენი დღის წესრიგით მივდიოდეთ წინ – პირველი, არჩევნებისთვის საპროტესტო მუხტის შექმნა, ეს არჩევნები უბრალოდ ბანერების არჩევნები ვერ იქნება. ხალხთან კომუნიკაციაა საჭირო რა ტიპის არჩევნებია, რეფერენდუმია რუსეთსა და საქართველოს შორის, რას ნიშნავს ეს – იმ კონკრეტული პრობლემების მოგვარებას, რაც ხალხს აქვს,“ – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

იტვირთბა....