დასავლეთ საქართველო ისევ სტიქიის შედეგებს უმკლავდება. რეგიონები დატბორილია, ძლიერმა წვიმამ განსაკუთრებით აჭარა და გურია დააზარალა. წაღებულია ხიდები, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, გზები და სხვა ინფრასტრუქტურა.
აჭარაში უხვმა ნალექმა სახლები და კოტეჯები დატბორა, რომლებიც მდინარის დინებას შემთხვევით გადაურჩა. რეგიონების მოსახლეობა დახმარებას და ხელისუფლებისგან ზარალის ანაზღაურებას ითხოვს.