მარნეულში ავტომობილი ჯერ ბოძს შეეჯახა, შემდეგ ამობრუნდა, მანქანაში 4 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი.
ავარიის შედეგად სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო მძღოლმა.
ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები.