ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ჩნდება ეჭვი, რომ ეს არის რადიკალური, გლობალური ომის პარტიის მცდელობა, რომ საქართველო დააზიანოს” – ქადაგიშვილი ფარცხალაძის დასანქცირებაზე

“ჩნდება ეჭვი, რომ ეს არის რადიკალური, გლობალური ომის პარტიის მცდელობა, რომ საქართველო დააზიანოს” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ფარცხალაძის დასანქცირებაზე განაცხადა.

„უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, გარკვეული ძალები ქვეყნის შიგნით და გარეთ, ცდილობენ საქართველო დაადანაშაულონ რუსეთთან კავშირში. ეს განცხადებები, რომელიც ეხებოდა იმას, თითქოს საქართველო არის რუსეთის სანქციების გვერდის ავლის ადგილი, საქართველო ტრანზიტულადაც კი ატარებს რუსეთისკენ იარაღს და ა.შ. ბევრი პოლიტიკოსის მხრიდან მოგვისმენია და მათ შორის უცხოელი ექსპერტების განცხადებებიც იყო ამასთან დაკავშირებით. მოგვისმენია უკრაინელი მაღალჩინოსნების მუქარები, რომ დავასანქცირებთ საქართველოს ამა თუ იმ პიროვნებას, რასაც ორკესტრირებულად მხარს უბამდა ქართული ოპოზიცია. ამერიკაში მოქმედი FARA-ს კანონის მეშვეობით იყო გაწეული საქართველოს დასანქცირებისთვის ლოგიკური საქმიანობა. ვხედავთ იმასაც, რომ ერთხელ მოსამართლეებთან დაკავშირებით სავიზო სანქცია შემოიღეს, მაგრამ არანაირი არგუმენტი, მტკიცებულება, განმარტება ამასთან დაკავშირებით არ ყოფილა. ახლაც ხდება ადამიანის დასანქცირება, რომელსაც 10 წელზე მეტია არ აქვს არანაირი შეხება არც სახელმწიფო სტრუქტურებთან, არც საჯარო სამსახურთან და პოლიტიკასთან. თვითონ ეს ადამიანიც აკეთებს განმარტებას და მიიჩნევს, რომ ეს მასზე პიროვნული ვენდეტის შედეგია. აქედან გამომდინარე, ჩნდება ეჭვი, რომ ეს არის რადიკალური, გლობალური ომის პარტიის მცდელობა, რომ საქართველო დააზიანოს რამდენიმე მიმართულებით. ერთი მხრივ, ასეთი გადაწყვეტილება იწვევს რადიკალური ოპოზიციის მხრიდან პოლარიზაციის გაღრმავების ახალი ტალღის წარმოშობას. ამავდროულად, გამოიყენება იმისთვის, რომ საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე პრობლემები შეუქმნას და ქვეყანაში ვითარება კიდევ უფრო დაიძაბოს. ჩანს, რომ ეს საქართველოში რადიკალიზაციისთვის ჩამოგდებული მუხტია. ობიექტური ხედვა, რასთან გვაქვს საქმე, ჯერჯერობით არ ჩანს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

იტვირთბა....