ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

17 სექტემბრიდან პოლონეთი რუსულნომრიანი მანქანების ქვეყანაში შესვლას კრძალავს

17 სექტემბრიდან პოლონეთი რუსულნომრიანი მანქანების ქვეყანაში შესვლას კრძალავს. ამის შესახებ 16 სექტემბერს გამოაცხადა პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მარიუშ კამინსკიმ.

აკრძალვა რუსეთის და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ უკრაინაში ომის გამო დაწესებული სანქციების კიდევ ერთი ნაწილია.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას რუსულნომრიანი მანქანების შესვლა აკრძალეს ბალტიისპირეთის ქვეყნებმა. მსგავსი აკრძალვა ამოქმედდა ფინეთშიც.

იტვირთბა....