ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“სუს-ის ეს განცხადება ნიშნავდა, რომ ისინი პირდაპირ მფარველობენ ფარცხალაძეს” – დეკანოიძე

სუს-ის ეს განცხადება ნიშნავდა, რომ ისინი პირდაპირ მფარველობენ ფარცხალაძეს – ამის შესხებ პარლამენტარმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

“სუს-ის ეს განცხადება ნიშნავდა, რომ ისინი პირდაპირ მფარველობენ ფარცხალაძეს. არავითარი გამოძიება არ იქნება, არავის არ დასჯიან, იმიტომ, რომ თვითონ უსაფრთხოების სამსახური სახელმწიფო უსაფრთხოებას არ იცავს. ბიძინა ივანიშვილმა ძალიან კარგად იცოდა, ვინ იყო ფარცხალაძე. მოკვლევა კი არა გამოძიება უნდა დაწყებულიყო. კონკრეტულად იმ პირთა წრე უნდა გამოვლენილიყო, ვისაც ფარცხალაძესთან ჰქონდა უშუალოდ ურთიერთობა. ფარცხალაძე იყო და არის ემისარი ივანიშვილისა რუსეთში და ის არის პრაქტიკულად დამლაგებელი ყველა დიდი ბიზნესისა და ეკონომიკური საქმეების. ეს ძალიან მარტივია, მთელმა საქართველომ იცის და თითქმის ყველა ბიზნესში იყო წილში ფარცხალაძე” – ამბობს ხატია დეკანოიძე.

იტვირთბა....