ოპოზიციონერი დეპუტატი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:
“ფარცხალაძის აგენტურული საქმიანობის გამოძიება უნდა დაიწყოს იქიდან, თუ ვინ გაუწია მას რეკომენდაცია ბიძინა ივანიშვილის წინაშე ასე მაღალ პოსტზე დასანიშნად, ფაქტობრივად, ვინ ჩანერგა იგი “ქართულ ოცნებაში”.
თუ ამ საქმის გამოძიება დაუყოვნებლივ არ დაიწყო, ასპროცენტიანი სიზუსტით გიწინასწარმეტყველებთ, რომ ყველა ძალოვანი თუ არაძალოვანი მოხვდება ციხეში, ვინც ამ საქმის ჩაფარცხვას (ანუ ჩაფარცხალებას) შეუწყო ხელი.
ვინახავ ამ პოსტს სამომავლოდ.” – წერს დეპუტატი.