ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“რა რესურსიც არ უნდა გამოიყენოს ხელისუფლებამ, ვერაფრით გადაფარავს შოვთან და პრემიერის ჩარტერთან დაკავშირებულ დანაშაულებს” – რომან გოცირიძე

აშშ-მ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერი განმარტებით, „სანქცირებული არიან ის ადამიანები, რომლებიც მონაწილეობენ რუსეთის ენერგო სექტორში იმისთვის, რომ შეიტანონ ფინანსები პუტინისთვის“. ფარცხალაძეც მათ შორისაა.

ამ სკანდალურ საქმესთან დაკავშირებით, „მეტრონომი“ პარლამენტარ რომან გოცირიძეს ესაუბრა.

გოცირიძის თქმით, ეს არის კატასტროფა, რადგან აღმოჩნდა, რომ თურმე ქვეყნის გენერალური პროკურორი ყოფილა უცხო სახელმწიფოს აგენტი.

მანვე აღნიშნა, რომ ამ ფარცხალაძის საქმეზე საქართველოში აუცილებლად, დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება. თუ გამოძიება არ დაიწყო, ეს იქნება ძალიან დიდი დანაშაული და ხელისულების შეცვლისთანავე ყველა მოხვდება ციხეში, ვინც გამოძიებას შეუშალა ან დააფარა ხელი.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ პროპაგანდას, ამასთან დაკავშირებით გოცირიძემ განაცხადა, რომ „რა რესურსიც არ უნდა გამოიყენოს ხელისუფლებამ, ვერაფრით გადაფარავს შოვთან და პრემიერის ჩარტერთან დაკავშირებულ დანაშაულებს“, ფარცხალაძის საქმე კი, საერთოდ, კატასტროფაა.

„გაუზვიადებლად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის კატასტროფა. თურმე ქვეყნის გენერალური პროკურორი ყოფილა უცხო სახელმწიფოს აგენტი. ფარცახალაძეს აქვს მჭიდრო კავშირი როგორც „ქართულ ოცნებასთან“, ისე – ივანიშვილის ოჯახთან. ასევე ცნობილია მისი ბიზნესკავშირები. ყველამ კარგად იცის, რომ ის ლობირებდა საქართველოში თვითმფრინავის ნაწილების ქარხნის მშენებლობას და ბევრ სხვა ბიზნესს.
ახლა კი აღმოჩნდა, რომ ფარცხალაძე რუსეთის ჯაშუში ყოფილა. დღესვე, დაუყოვნებლივ, უნდა დაიწყოს სუს-მა გამოძიება და პირველ რიგში, პასუხი უნდა გაეცეს კითხვას – ვინ წარუდგინა ბიძინა ივანიშვილს ეს ადამიანი? საიდან გაჩნდა მისი კანდიდატურა გენერალური პროკურორის პოსტზე?
აი, იმ ადამიანის უნდა დაიწყოს გამოძიება.

გამოსაძიებელია, როგორ აღზევდა აბსოლუტურად უცნობი და დაბალი კვალიფიკაციის მქონე პიროვნება უმაღლეს თანამდებობაზე.

თუ გამოძიება არ დაიწყო, ეს იქნება ძალიან დიდი დანაშაული და ხელისულების შეცვლისთანავე ყველა მოხვდება ციხეში, ვინც გამოძიებას შეუშალა ან დააფარა ხელი.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ პროპაგანდას, რა რესურსიც არ უნდა გამოიყენოს ხელისუფლებამ, ვერაფრით გადაფარავს შოვთან და პრემიერის ჩარტერთან დაკავშირებულ დანაშაულებს, ფარცხალაძის საკითხი კი საერთოდ კატასტროფაა.

ეს ნიშნავს შევარდნაძის სისტემის რეაბილიტაციას, როცა შს მინისტრსა და უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელს პირდაპირ რუსეთი ნიშნავდა.

პირველ რიგში, ივანიშვილმა უნდა გასცეს პასუხი – რატომ არის ფარცხალაძე მის ოჯახთან დაკავშირებული?
ეს იმდენად მძიმე საქმეა, რომ მისი ექო მომავალ წლებშიც იქნება მუდმივი მსჯელობისა და გამოძიების საგანი“ , – განაცხადა რომან გოცირიძემ „მეტრონომთან“ ინტერვიუში.

იტვირთბა....