„კარი თუ ღიაა, ერთი ადგილი შენ უნდა გქონდეს, რომ გოლი გაიტანო“, – ასე გამოეხმაურა „გირჩის“ ლიდერი, იაგო ხვიჩია დედაქალაქის მერის, კახა კალაძის მიერ დღეს საქართველოს ნატო-ში მიღებასთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარს.
შეგახსენებთ კალაძის განცხადებას: „ერთადერთი, რაც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას დაიცავს – ეს არის ნატო-ს წევრობა. არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, მზად ვართ, ბატონო! არ გვინდა ეს ღია კარი. წლებია გვესმის, რომ კარი ღიაა, კარი ღიაა, არ გვინდა ეს ღია კარი. თუ გაქვთ რაიმეს თავი და ერთი ადგილი, მიიღეთ გადაწყვეტილება, მიიღეთ ჩვენი ქვეყანა და გახადეთ ნატო-ს წევრი!“