ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

რატომ გაძვირდა და როდის დარეგულირდება საწვავის ფასი – ოთარ აბესაძის ინტერვიუ „მეტრონომთან“

„მეტრონომი“ საწვავის ფასის გაძვირების მიზეზსა და დარეგულირებასთან დაკავშირებით ეკონომისტ ოთარ აბესაძეს ესაუბრა.

„საწვავის ფასზე ზეგავლენას ახდენს ვალუტის კურსის რყევადობა. ეს არის მთავარი ფაქტორი. ამასთან, ფასზე ზემოქმედების ლოჯისტიკის საკითხი. საწვავის ტრანსპორტირება, დაბინავება და ა.შ. არის გაძვირებული. ამ ყველაფრის ფასს ნავთობიმპორტიორები დოლარში იხდიან. როცა გვაქვს ტურბულენტობა, კურსი 2.48-დან ავარდა 2.62-ზე, პროდუქტიც თავისთავად ძვირდება.

იმპორტიორები ხომ არ ყიდულობენ 100-სა და 200-ს ტონას, არამედ იძენენ 2-3 თვის მარაგს. შესაბამისად, მარაგები რომ გადაავსონ შემდეგი იმპორტისთვის, ზრდიან ფასს, რადგან პროდუქტის შეძენა ახალ კურსზე უწევთ და არა ძველზე.

თუმცა საწვავის ფასი არ ავა ისტორიულ მაქსიმუმზე (რაც 2022 წელს დაფიქსირდა). მაშინ საწვავის ფასი ზოგადად იყო გაზრდილი. ახლა მხოლოდ ტურბულენტობასთან გვაქვს საქმე, რაც კურსთა შორის სხვაობამ გამოიწვია“, – განაცხადა აბესაძემ „მეტრონომთან“ ინტერვიუში.

იტვირთბა....