ვენეციის კომისია შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების საჯარო მოწოდებების გამო, შეწყდეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება. კომისია მიიჩნევს, რომ ასეთი ქმედებები ძირგამომთხრელია სასამართლოს ავტორიტეტისთვის.
ვენეციის კომისიამ წევრი ქვეყნების საკონსტიტუციო სასამართლოების საქმიანობაში ხელისუფლების ჩარევის საკითხები განიხილა.
შეგახსენებთ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის მიმართ კრიტიკული განცხადებები გააკეთა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
“გიორგი პაპუაშვილი არათუ სტრასბურგის, არამედ იმ პოზიციის შესაბამისიც არ არის, რომელზეც ახლა იმყოფება”. – განაცხადა წულუკიანმა.