ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზუგდიდელი მძღოლების აქცია: დაკავებულია ოთხი აქტივისტი

 

ზუგდიდის ცენტრში ორასამდე მძღოლი ქალაქში თურქული კომპანია „მეტრო ჯორჯიას“ ავტობუსების შესვლას აპროტესტებს. მათ რამდენჯემრე სცადეს გზის გადაკეტვა, თუმცა, სამართალდამცველებმა მძღოლებს ამის უფლება არ მისცეს.

აქციის მონაწილეები საქმეში ხელისუფლების ჩარევას ითხოვენ, რადგან, მათი თქმით, თურქული კომპანიის შესვლით ისინი სამუშაოს დაკარგავენ.

გზის გადაკეტვის მცდელობისთვის დაკავებულია აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი და სამი მონაწილე.

რამდენჯერმე იყო გზის გადაკეტვის მცდელობა, თუმცა

ზუგდიდში მძღოლების აქციაზე კიდევ ოთხი პირი დააკავეს. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც “მეტრო+”-ის ავტობუსი სადგომზე შესვლას აპირებდა, რა დროსაც მძღოლებმა გზის გადაკეტვა სცადეს, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს და წინააღმდეგობის გაწევისთვის 4 ადამიანი დააკავეს.

თურქული კომპანია „მეტრო ჯორჯიას“ მხრიდან კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

 

 

იტვირთბა....