საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, ფრანგულ სპორტულ გაზეთ L’Équipe-თან ინტერვიუში 2024 წელს პარიზში დაგეგმილ ოლიმპიურ თამაშებში რუსი და ბელარუსი სპორტსმენების მონაწილეობას გამოეხმაურა.
მაკრონის თქმით, „თამაშებზე რუსეთის დროშის ადგილი არ არის“.
„პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე რუსეთის დროშის ადგილი არ არის. რუსეთს, როგორც ქვეყანას, არ აქვს ადგილი იმ დროს, როდესაც ის სამხედრო დანაშაულებს სჩადის უკრაინაში. კითხვა, რომელსაც ოლიმპიურმა სამყარომ უნდა უპასუხოს არის ის, თუ რა ადგილი უნდა დაუთმოს რუს სპორტსმენებს, რომლებიც ზოგჯერ მთელი ცხოვრება ვარჯიშობდნენ შეჯიბრებებისთვის, მაგრამ შესაძლოა ამ რეჟიმის მსხვერპლად იქცნენ“, – აღნიშნა მან.