საბურთალოზე, ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე „გუდვილში“ მაღაზია იწვის. როგორც „მეტრონომის“ კორესპოდენტი იტყობინება ხანძრის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი შიგნით არსებულ კაფეში გაჩნდა. ცეცხლის გაჩენის პირველ-წყარო შესაძლოა სათვალთვალო კამერების სპეციალური ოთახი იყოს.
მაღაზიიდან ხალხის ევაკუაცია დროულად განხორციელდა.
ადგილზე სახანძრო და სამაშველო სამსახურებია მობილიზებული, მიმდინარეობს ხანძრის ჩაქრობის პროცესი.


