უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, რუსების მიერ კონსტანტინოვკას დაბომბვას გამოეხმაურა.
„როდესაც მსოფლიოში ვინმე ჯერ კიდევ ცდილობს რაიმე რუსულთან შეთანხმებას, ეს ნიშნავს ამ რეალობაზე თვალის დახუჭვას. ბოროტების თავხედობა. სიმდაბლის სითამამე. სრული არაადამიანობა.
ამ დროისთვის, დონეცკის რეგიონის ქალაქ კონსტანტინოვკაში რუსულმა ტერორისტულმა არტილერიამ 16 ადამიანი მოკლა. რეგულარული ბაზარი, მაღაზიები, აფთიაქი. ადამიანები, რომლებსაც არაფერი დაუშავებიათ. ბევრია დაჭრილი. სამწუხაროდ, დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს.
ვუსამძიმრებ ყველას, ვინც ახლობლები დაკარგა!
ეს რუსული ბოროტება რაც შეიძლება მალე უნდა დავამარცხოთ“, – აღნიშავს ზელენსკი.