მომღერალ რობი უილიამსთან და სხვა ვარსკვლავებთან მიმდინარეობს მოლაპარაკება კულტურის სამინისტროს მიერ, თბილისსა და ბათუმში კონცერტების ჩასატარებლად, რომელთა ღირებულება ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება, – ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინა კობახიძე ავრცელებს:
“რობი უილიამსთან, ისევე როგორც სხვა ძალიან ბევრ ვარსკვლავთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები თბილისსა და ბათუმში კონცერტების გასამართად (ყველასათვის ხელმისაწვდომ ფასად). აღნიშნულთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში კულტურის სამინისტრო გააკეთებს განცხადებებს”, – წერს კობახიძე სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” საკუთარ გვერდზე.
მთავრობა დღევანდელ სხდომაზე განიხილავს საკითხს უმაღლესი კლასის არტისტების საქართველოში ჩამოყვანასთან დაკავშირებით კულტურის სამინისტროსთვის თანხის გამოყოფის თაობაზე.