ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„დღე და ღამე გვაწუხებს ეს ხმაური… ეს ყველაფერი ძალიან საშიშია“ – ბოლნისის მოსახლეობის პროტესტი

ბოლნისის მოსახლეობა სოფელ ქვეშში RMG Gold-ის სამუშაოებს აპროტესტებს.

ადგილობრივების თქმით, მათ გაუსაძლის პირობებში უწევთ ცხოვრება.

ისინი აღნიშნავენ, რომ სოფელში ყოველდღიურად 200-ზე მეტი დიდი სატვირთო ავტომობილი გადაადგილდება, რაც იწვევს მტვერსა და ხმაურს, საშიშროება ემუქრება მცირეწლოვანი ბავშვების უსაფრთხოებასაც.

„დღე და ღამე გვაწუხებს ეს ხმაური, ახლა სკოლა იწყება, როგორ უნდა იარონ ბავშვებმა სკოლაში, ეს ყველაფერი ძალიან საშიშია. უკვე 2-3 წელია ასეთ პირობებში ვცხოვრობთ. ადგილობრივ თვითმმართველობას მივმართეთ, მაგრამ პასუხი არავისგან მიგვიღია“, – განაცხადა ერთ-ერთმა მათგანმა.

იტვირთბა....