ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ტრაგედიებს ქვეყანაში პოლარიზაციის გაღვივებისთვის იყენებთ” – კობახიძე ოპოზიციას

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძე, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ოპოზიციას მიმართა.

მისი თქმოთ, მთავრობის ოპონენტები ტრაგედიებს პოლარიზაციის გაღვივებისთვის იყენებენ.

„ევროკავშირის ერთ-ერთი, რიგით პირველი მოთხოვნა არის დეპოლარიზაცია. ამ ფონზე ვნახეთ, რომ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები ტრაგედიებსაც კი ქვეყანაში პოლარიზაციის გაღვივებისთვის იყენებენ. გაუგებარია, როგორ უნდა განხორციელდეს საქართველოში ე.წ. დეპოლარიზაცია, როდესაც ოპოზიციის რადიკალური ნაწილი ახერხებს და ბუნებრივ კატასტროფებზეც კი პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობს. ოპოზიციის რადიკალური ნაწილი და მისი მედიასაშუალებები დღემდე თავს ესხმიან არა მხოლოდ მმართველ გუნდს, არამედ ჩვენს გმირ მაშველებსაც კი. რა თქმა უნდა, ოპოზიციის ამგვარი დამოკიდებულების პირობებში დეპოლარიზაციას განხორციელება არ უწერია“, – აღნიშნა კობახიძემ.

იტვირთბა....