ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ესპანეთში ქართული ბანდის წევრები დააკავეს, რომლებიც ქალაქებში სახლებს ძარცვავდნენ – ესპანური მედია

ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ესპანეთში ქართული ბანდის წევრები დააკავეს, რომლებიც ქალაქებში სახლებს ძარცვავდნენ.

დაჯგუფება მადრიდში იყო ბაზირებული და ესპანეთის პოლიციის ცნობით ე.წ. კანონიერი ქურდები ხელმძღვანელობდნენ.

ქსელი იყოფოდა რამდენიმეკაციან ჯგუფებად, რომლებიც სხვადასხვა ქალაქში ჩადიოდნენ, ათობით ობიექტების გაძარცვის შემდეგ კი ტოვებდნენ ტერიტორიას. ქსელი წევრებს აწვდიდა ყალბ დოკუმენტებს, ასევე უსაფრთხო სახლებს, რომლებსაც, როგორც ესპანური მედია წერს, ხშირად აქირავებენ წინამორბედები, რომლებიც, როგორც წესი, წარმოშობით ქართველი ქალები არიან.

იტვირთბა....