ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

იმპიჩმენტი გარიგებაა, რათა ზურაბიშვილმა ევროპის ელიტასთან და ამერიკის წარმომადგენლებთან აქტიურად იმუშაოს ივანიშვილის სანქციებისგან გადასარჩენად – ნათელაშვილი

ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, „ეს გახლავთ შეთანხმებული გარიგება პრეზიდენტსა და ივანიშვილს შორის, რათა ამ უკანასკნელმა ევროპის ელიტასთან და ამერიკის წარმომადგენლებთან აქტიურად იმუშაოს ივანიშვილის სანქციებისგან გადასარჩენად“.

„როგორც მე არ ვარ ამ წუთებში იაპონიის იმპერატორი, ისე აღნიშნული ქმედება არ გახლავთ იმპიჩმენტი. ეს გახლავთ შეთანხმებული გარიგება პრეზიდენტსა და ივანიშვილს შორის, რათა ამ უკანასკნელმა ევროპის ელიტასთან და ამერიკის წარმომადგენლებთან აქტიურად იმუშაოს ივანიშვილის სანქციებისგან გადასარჩენად. აღნიშნულს სჭირდება ნდობა დასავლეთიდან და ნდობას მოიპოვებს ზუსტად იმით, რომ ქართული, პრორუსული პარტია უცხადებს უნდობლობას. რაც შეეხება სააკაშვილის გათავისუფლებას, ეს დამოკიდებულია პირადად პუტინზე, თუ ის ეტყვის, გაათავისუფლებენ“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილი ევროპაში საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მოლაპარაკაბებზე გაემგზავრა.
„ქართულმა ოცნებამ“ ზურაბიშვილის ეს ნაბიჯი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მას აღნიშნულ ვიზიტზე მთავრობისგან თანხმობა არ ჰქონია.

ამასთან, „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის ვიზიტის მიზანია, რომ საქართველოში იყოს არეულობა, მეორე ფრონტი, მისი განცხადებები კი უცხოური ძალების დღის წესრიგში ზის, რომელთაც საქართველოსთვის კარგი არ სურთ.

დღეს კობახიძემ თქვა, რომ პარტია კონსტიტუციასთან მიმართებითაა ვალდებული, ეს უკანასკნელი კი პრეზიდენტმა დაარღვია, მას უპასუხოდ ვერ დატოვებენ და „ქართული ოცნება“ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესს დაიწყებს.

იტვირთბა....