ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

2008 წელს ჩვენ ვიმოქმედეთ უფრო ნელა, ვიდრე საჭიროება მოითხოვდა – დენიელ ფრიდი აგვისტოს ომზე

ყოფილი ამერიკელი დიპლომატმა, დენიელ ფრიდმა, საქართველოში 2008 წლის რუსულ აგრესიაზე ისაუბრა.

მისი თქმით, დასავლეთმა დიპოლომატიური ძალისხმევა დააგვიანა.

„მეთიუ ბრაიზას და მე გვჯეროდა, რომ პუტინს უნდოდა ომი, მაგრამ ანალიტიკურ საზოგადოებას და შეერთებული შტატებს ეს არ სჯეროდათ და ამას ვერ ხედავდნენ. 2008 წელის ივლისში კინდოლიზა რაისი შეშფოთდა და თბილისში ჩამოვიდა სააკაშვილთან სასაუბროდ. იმ დროისთვის არანაირ პროვოკაციაზე საქართველოს მხრიდან საუბარი არ იყო. ჩვენი დიპლომატიური ძალისხმევა დავაგვიანეთ, ჩვენ ვიმოქმედეთ უფრო ნელა, ვიდრე ამას საჭიროება მოითხოვდა.

როდესაც ომი დაიწყო, ჩვენ მათ კარგად ვუპასუხეთ. ქართული არმია დაზიანდა, თუმცა არ განადგურდა. როდესაც მაიკლ მაქფოლი მოდიოდა ხელისუფლებაში და მე ვტოვებდი თანამდებობას, მე მას ვუთხარი, რომ თქვენ ჩაფლავდებით იმავე მიზეზით, რა მიზეზითაც ჩვენ ჩავფლავდით.

ჩვენ ძალიან გვიან გავაცნობიერეთ პუტინის და პუტინიზმის საფრთხეები. 90- იანი წლების დასაწყისში, როცა კლინტონის ადმინისტრაცია მუშაობდა ნატო-ს გაფართოებაზე, ჩვენთან პოლონელები მოვიდნენ და გვითხრეს – თქვენ გაქვთ შესაძლებლობების ფანჯარა და არ გააფუჭოთ. პოლონელები ძალიან მკაფიოები იყვნენ ამერიკელებთან რუსეთთან მიმართებით, მაგრამ ამ შესაძლებლობის ფანჯრის დროს, არც საქართველო და არც უკრაინა არ ფიქრობდნენ, რომ იყვნენ ევროატლანტიკური ოჯახის წევრები. ჩვენ გავუშვით ჩვენი ფანჯარა და მივიღეთ ძალიან უსიამოვნო შედეგი”, – აღნიშნა ფრიდმა.

იტვირთბა....