ცოტა ხნის წინ ორი გურჯაანელი ფეხბურთელი დაჭრეს. დაზარალებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მათი მდგომარეობა სტაბილურია. ახალგაზრდები ე.წ. „სპიცით“ არიან დაჭრილები. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სხეულის განზარხ დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.
შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა თბილისისა და გურჯაანისის საფეხბურთო გუნდებს შორის მატჩი მიდმინარეობდა. იგებდა გურჯაანი, რა დროსაც გულშემატკივრები შეიჭრნენ მოედნაზე. ჩაიშალა მატჩი. მოგვიანებით გაგრძელდა დაპირისპირება, რა დროსაც ორი ფეხბურთელი დაიჭრა.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძება. ეჭვმიტანილები დაკითხვაზე არიან, თუმცა „რუსთავი 2“-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, არც ფეხბურთელები და არც გულშემატკივრები პოლიციასთან არ თანამშრომლობენ და კონკრეტულ პირებს არ ამხელენ.