ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ერთი წუთით მაინც რომ ყოფილიყავით შოვში, ასეთი პათეტიკის უფლებას საკუთარ თავს არ მისცემდით“ – დაპირისპირება პარლამენტში

დღეს, პარლამენტში, ბიუროს სხდომაზე ერთმანეთს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი, თინათინ ბოკუჩავა, დაუპირისპირდნენ.

მთავარი თემა შოვის ტრაგედიაზე საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა იყო.

„პროცედურულ ომში კი არ ჩავერთოთ, ერთობლივი ძალისხმევით შევქმნათ საგამოძიებო კომისია იმისთვის, რომ მომავალში უფრო მომზადებული იყოს სახელმწიფო რომ გადაარჩინოს სიცოცხლე“, – ასე მიმართა ბოკუჩავამ პაპუაშვილს.

„ერთი წუთით მაინც რომ ყოფილიყავით შოვში, ერთი წუთით მაინც რომ შეგეხედათ რა ხდებოდა, ვინ როგორ მუშაობდა, ასეთი პათეტიკის უფლებას საკუთარ თავს არ მისცემდით. მცირეწლოვანი შვილი მეც მყავს! თქვენ რომ დედა ხართ, მე მამა ვარ – რატომ გამართლებთ ეს თქვენ და მე არა?!

ამის ფონზე ეს პათეტიკა არათუ პოლიტიკურად, ადამიანურად არის ძალიან მძიმე. ადამიანობა არ უნდა დავკარგოთ, ეს არის მნიშვნელოვანი“, – უპასუხა პაპუაშვილმა პარლამენტარს.

შეგახსენებთ, შოვლი მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიამ 30-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ოპოზიცია ა შოვის ტრაგედიაზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. მთავრობის ოპონენტების აზრით, სტიქიისა სახელმწიფო უწყებების რეაგირება არასათანადო იყო.

იტვირთბა....