TV25.GE ქობულეთის მერის წარმომადგენლის მხრიდან, ქალზე ძალადობის ამსახველი ვიდეომასალა გაავრცელა.
გამოცემის ინფორმაციით, ქალი სოფლის მაღაზიაშია დასაქმებული და მასზე ფიზიკურად სავარაუდოდ, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა საჯარო მოხელემ, ჯაბა სტამბოლიშვილმა, იძალადა. დაზარალებულმა დახმარებისთვის პოლიციას მიმართა.
ქობულეთის მერიაში კი აცხადებენ, რომ სტამბოლიშვილი თანამდებობიდან გათავისუფლებულია.
ნახეთ კადრები: