ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თქვენმა მთავრობამ გააკეთა ყველაფერი, დაგვეკარგა მათი ნდობა; ისინი იანუკოვიჩივით იქცევიან – პავილიონისი

ლიეტუველმა დიპლომატმა, ჟიგიმანტას პავილიონისმა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის მინიჭების საკითზე ისაუბრა.

მისი თქმით, გადაწყვეტილება რთული მისაღები იქნება.

მანვე აღნიშნა, რომ თუ “„ქართული ოცნება” პრეზიდენტს ციხეში მოკლავს და არ შეასრულებს პირობებს, გაფართოებაზე საუბარი არ იქნება.

„ჩვენ ახლა ვართ მნიშვნელოვან ზღვარზე, მოგცეთ თუ არა კანდიდატის სტატუსი. გული მიკვდება. ჩემი გული ამბობს “არას”, მაგრამ გონება ამბობს, რომ სტატუსი უნდა მივცეთ ქართველ ხალხს. გადაწყვეტილება იქნება ძალიან რთული. მე ვესაუბრები ლიეტუვაში ევროკავშირის გაფართოების ჯგუფის წევრებს. ევროკავშირი არასდროს დაიწყებს გაფართოებებზე მოლაპარაკებებს ამ მთავრობასთან. თქვენმა მთავრობამ გააკეთა ყველაფერი, დაგვეკარგა მათი ნდობა. თქვენი მთავრობა ახლა იქცევა იანუკოვიჩივით, რომელიც ყველაფერში დასავლეთს ადანაშაულებდა. ვფიქრობ, ისინი მიზანმიმართულად ცდილობენ შეაჩერონ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოპოვება, მაგრამ ჩვენ არ მოგცემთ შანსს, დაგადანაშაულოთ. ჩვენ დავტოვებთ კარს ღიას, ჩვენ მოგცემთ ძალიან მკაფიო წინაპიროვებს, რადგან ჩვენ არ გვინდა ევროკავშირის გაფართოების ფროცესი ჩაიშალოს. თუ მთავრობა არ შეასრულებს პირობებს, თუ დატოვებს პრეზიდენტს ციხეში და მისცემს სიკვდილის უფლებას, თუ გააგრძელებენ დასავლეთზე თავდასხმას, ჩვენ არ დავიწყებთ გაფართოებებზე მოლაპარაკებებს, – ამბობს პავილიუსი.

იტვირთბა....