ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„93 % აცხადებს, რომ არ აქვს წვდომა აფთიაქებზე; 75 % აცხადებს, რომ არ აქვს წვდომა საავადმყოფოზე“ – კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ხალხი უმძიმეს მდგომარეობაშია

სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელი, თამთა მიქელაძე კონფლიქტის ზონაში არსებულ სოფლებში მცხოვრები ადამიანების უმძიმეს საცხოვრებელ მდგომარეობაზე საუბრობს.

მისი თქმით, 93 % -ს არ აქვს წვდომა აფთიაქებზე, 75 %-ს საავადმყოფოზე.

„კონფლიქტისპირა სოფლებში, სადაც სოფლების დიდი ნაწილი გამყოფი ხაზის გარშემო მდებარეობს და მუდმივი უსაფრთხოების რისკების ქვეშ ცხოვრობს და სოფლების ნაწილი შუაზე გაყოფილი, გამოკითხული ადამიანები უმძიმეს წუხილებს გამოხატავენ:

58 % აცხადებს, რომ არ აქვს წვდომა საბავშვო ბაღებზე;
93 % აცხადებს, რომ არ აქვს წვდომა აფთიაქებზე;
75 % აცხადებს, რომ არ აქვს წვდომა საავადმყოფოზე;
67 % აცხადებს, რომ არ აქვს წვდომა პოლიკლინიკაზე და ამბულატორიაზე;
85% აცხადებს, რომ არ აქვს წვდომა კანალიზაციაზე
78 % აცხადებს, რომ არ აქვს წვდომა გამართულ ინტერნეტზე;
34% აცხადებს, რომ არ აქვს წვდომა სასმელ წყალზე
79 % აცხადებს, რომ შეშა არის გათბობის და საკვების მომზადების საშუალება;

გამოკითხულები ამბობენ, რომ მათი შემოსავლის ძირითადი წყაროებია 86 % შემთხვევაში – პენსია, 73 % შემთხვევაში – სოციალური დახმარება, 60 % შემთხვევაში – ოჯახური მეურნეობიდან მომდინარე შემოსავალი, მხოლოდ 29 % შემთხვევაში – ხელფასი.

ამ სოფლების მაცხოვრებლების 72 % აცხადებს, რომ კონფლიქტის შედეგად დაკარგა წვდომა საძოვრებზე, 56% – ტყეზე, 31 სახნავ მიწებზე, 25% სარწყავ წყალზე, 21 % – ხეხილის ბაღებზე. ამის მიუხედავად, 65% აცხადებს, რომ მათ სახელმწიფოსგან რაიმე კომპენსაცია არ მიუღიათ და მათ ფაქტობრივ სარგებლობაში არსებული მიწების ნახევარი რეგისტრირებული არ არის.

ეს მონაცემები ეფუძნება იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია თანხმობის მიერ 2022 წლის გაზაფხულზე ჩატარებული რაოდენობრივი რეპრეზენტაციული კვლევის შედეგებს.
საინტერესოა, რომ ეს მონაცემები თითქმის ემთხვევა 2019 წელს გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ რაოდენობრივი კვლევის შედეგებს.

საინტერესოა ისიც, რომ კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ კონფლიქტისპირა სოფლებში მცხოვრები ადამიანების სოციალური გარიყულობა და დაუცველობა კიდევ უფრო მძიმეა, ვიდრე დევნილებში.
გამყოფი ხაზის სოფლებში მცხოვრები ადამიანების რიცხვი 2014 წლის საყოველთაო გამოკითხვის შედეგების მიხედვით 46 620. ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონის მიმართულებით 37 017. მუჭის ოდენა ადამიანების საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილება ვერ შეძლო სახელმწიფომ ომიდან 15 წლის შემდეგ?
რომელ მშვიდობაზე და მშვიდობის პრიორიტეტულობაზე საუბრობს ხელისუფლება, როცა საბაზისო სოციალური უსაფრთხოებაზე და ყოველდღიურ მშვიდობაზე არ აქვთ ადამიანებს წვდომა?!
და როგორ გახდება საქართველო კონფლიქტის იქით მცხოვრები საზოგადოებისთვის, რომელიც თვალით ხედავს ადმინისტრაციული ხაზის იქით რა რეალობაა?!“, – წერს მიქელაძე.

იტვირთბა....