ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქობულეთში მერის წარმომადგენელმა მაღაზიაში გამყიდველ ქალს სცემა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში, მერის წარმომადგენელმა ჯაბა სტამბოლიშვილმა, მაღაზიაში გამყიდველი ქალი სცემა.

ფაქტის შესახებ „ბათუმელებს“ ქობულეთის მერიაში დაუდასტურეს.

„ქალის ცემის გამო იყო დაკავებული და ამ დროისთვის გათავისუფლებულია გირაოს სანაცვლოდ. სავარაუდოდ, მერის წარმომადგენელი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო.

ამ დროისთვის ჯაბა სტამბოლიშვილი მერის წარმომადგენლის პოსტიდანაც გათავისუფლებულია“, – აცხადებენ ქობულეთის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურში.

პრესსამსახურის ინფორმაციით, შემთხვევა პირველ სექტემბერს მოხდა.

წყარო: „BATUMELEBI.NETGAZETI.GE“

იტვირთბა....