ახალი ამბები

2008 წელს ნატო-ს სამიტს უნდა მიენიჭებინა საქართველოსთვის და უკრაინისთვის MAP-ი და ჩვენ დღეს ომში არ ვიქნებოდით – უილიამ ტეილორი

[su_quote] მოდით, კიდევ ერთი გაკვეთილი გამოვიტანოთ 2008 წლის ომიდან – კიდევ ერთი რამ, რაც მოხდა 2008 წელს, იქამდე, სანამ რუსეთი საქართველოში შეიჭრებოდა, ნატოს სამიტი იყო. ნატო-ს ამ სამიტზე, ბუქარესტში, ჩვენ გვახსოვს, რომ ქართველებმა და უკრაინელებმა მოითხოვეს MAP-ის მინიჭება და ალბათ, გახსოვთ, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, იმ დროს, ამ მოთხოვნას მხარი დაუჭირა. აქედან გამომდინარე, 2008 წლის ომიდან გამომდინარე, ჩემთვის გაკვეთილია, რომ ნატო-ს სამიტს უნდა მიენიჭებინა საქართველოსთვის და უკრაინისთვის MAP-ი და ჩვენ დღეს ომში არ ვიქნებოდით. [/su_quote]

– განაცხადა უკრაინაში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა და ამერიკის შეერთებული შტატების მშვიდობის ინსტიტუტის წარმომადგენელმა უილიამ ტეილორმა თბილისშ მიმდინარე კონფერენციაზე „პუტინიზმის დამარცხება“.

დღეს თბილისში კონფერენცია სახელწოდებით „პუტინიზმის დამარცხება“ გაიხსნა. მასში ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი დონის ლიდერები მონაწილეობენ. იქ იმყოფებიან ოპოზიციონერი ლიდერები და ევროპარლამენტარებიც, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. მიწვევის მიუხედავად, კონფერენციას არ ესწრება “ქართული ოცნება”. კონფერენცია 2 დღე გაგრძელდება. ის მაკკეინის ფონდის ორგანიზებულია.

იტვირთბა....