ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“საფრანგეთში მაინც წასულიყო, იტყოდა, სახლში შევიარე მტვრის გადასაწმენდადო!” – მძინარაშვილი

ჟურნალისტი, ბონდო მძინარაშვილი, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს:

“პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა ევროპული ღირებულებაა?!
მტყუან-მართალს არ ვარჩევ, ისედაც ცხადია, მაგრამ იგივე გერმანიის პრეზიდენტს, რომელთან შესახვედრადაც საქართველოს პრეზიდენტი გაეშურა, აქვს უფლება, რომ გერმანიის მთავრობის თანხმობის გარეშე სადმე გაემგზავროს?!
ნამდვილად არ აქვს!
და ეს ძალიან კარგად იცის!
ისევე, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა!
ჰოდა, სალომე ზურაბიშვილისთვის არაფერს ნიშნავს, რომ ძალიან არასერიოზული გამოჩნდება გერმანელი კოლეგის თვალში?!
P. S. საფრანგეთში მაინც წასულიყო, იტყოდა, სახლში შევიარე მტვრის გადასაწმენდადო!”

იტვირთბა....