ახალი ამბები მთავარი სამართალი

გადაწყვეტილება მიღებულია – 18 წელი მიუსაჯეს კაცს, რომელმაც რძალი მოკლა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა კაცს, რომელმაც რძალი (შვილის ცოლი) მოკლა – ინფორმაციას “საფარი” ავრცელებს.

შემთხვევა 2022 წლის 11 დეკემბერს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, 65 წლამდე კაცმა 34 წლის ქალი სანადირო თოფით მოკლა.

„თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და ალკოჰოლზე იყო დამოკიდებული. ექსპერტიზამ მას მართლაც დაუდგინა გარკვეული ტიპის ფსიქიკური ნაკლი, თუმცა, ამავე დასკვნის მიხედვით, კაცის ფსიქიკური მდგომარეობა პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის მოხდას არ შეუშლიდა ხელს”, – ამბობენ ორგანიზაციაში.

„მას, იმ [დანაშაულის ჩადენის] მომენტში, შეეძლო სრულყოფილად გაეცნობიერებინა თავისი ჩვენების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა“, – წერია ექსპერტიზის დასკვნაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის “კ” ქვეპუნქტით მიმდინარეობდა, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

იტვირთბა....