ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“რაც მეტად გაღვივდება დაპირისპირებები „ნაცმოძრაობის“ შიგნით, მით უფრო მეტად დაიკლებს მისი რეიტინგი” – კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, რაც მეტად გაღვივდება დაპირისპირებები „ნაცმოძრაობის“ შიგნით, მით უფრო მეტად დაიკლებს მისი რეიტინგი. როგორც მმართველი გუნდის ლიდერმა აღნიშნა, კეზერაშვილი არის მთელი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ და რადიკალური ოპოზიციის მთავარი დამფინანსებელი და დონორი.

„ვიცით, რომ რამდენიმე დაჯგუფებაა. გარდა ამისა, მათი ფორმალური თავმჯდომარე არის ძალიან სუსტი და შესაბამისად, იმედი აქვთ, რომ რაღაცნაირად მოახერხებენ მისი პოზიციების შერყევას. შესაბამისად, ეს ბრძოლები მიმდინარეობს „ნაცმოძრაობის“ შიგნით, რაც ძალიან კარგია. რაც მეტად გაღვივდება ასეთი დაპირისპირებები „ნაცმოძრაობის“ შიგნით, მით უფრო მეტად დაიკლებს მისი რეიტინგი. ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი, ვიტყოდი, ეროვნული ამოცანაა, რომ საბოლოოდ განეიტრალდეს „ნაცმოძრაობა“, როგორც რისკფაქტორი ქართულ პოლიტიკაში.

კეზერაშვილი არის მთელი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ და რადიკალური ოპოზიციის მთავარი დამფინანსებელი და დონორი. სწორედ მისი მეშვეობით ხორციელდება რადიკალური ოპოზიციის დაფინანსება. აქედან გამომდინარე, მისი ფინანსების გათვალისწინებით გამოკვეთილად რეალური ლიდერია რადიკალური ოპოზიციის შიგნით. ამიტომ, ამაზე საუბარი არის რეალური. ყველამ ვიცით, რომ ხაბეიშვილი არის მხოლოდ ფორმალური თავმჯდომარე, რეალური ლიდერი, მისი ფინანსებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, არის კეზერაშვილი“, – განაცხადა კობახიძემ.

იტვირთბა....