ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მისი ვიზიტის მიზანია, რომ საქართველოში იყოს არეულობა, მეორე ფრონტი – მაჭარაშვილი პრეზიდენტის ევროპული ტურნეს შესახებ

„ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპული ტურნეს შესახებ კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით, ზურაბიშვილი პატივს რომ არ სცემს საკუთარ ამომრჩეველს.

„სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტი პატივს რომ არ სცემს საკუთარ ამომრჩეველს, ეს უკვე დადგინდა და თავად აღიარა. ეს არის ანი-ბანი, რაზეც ვერ ვიტყვი, რომ საქართველოს პრეზიდენტი ვერ ერკვევა, მაგრამ ამას მიზანმიმართულად აკეთებს. სამწუხაროდ, არ ზის ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს დღის წესრიგში, მისი ნაბიჯები და განცხადებები უცხოური ძალების დღის წესრიგში ზის, რომელთაც საქართველოსთვის კარგი არ სურთ. კარგად ვიცით, მის ვიზიტს რა მიზანი აქვს. მიზანია, რომ საქართველოში იყოს არეულობა, მეორე ფრონტი და ა.შ. ამიტომ იყო მოწოდებები ხელისუფლების უკანონო შეცვლაზე. იმედია, ამის შემდეგი პრეზიდენტი საქართველოს დღის წესრიგში ჩაჯდება“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, პრეზიდენტი ევროპაში საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მოლაპარაკაბებზე გაემგზავრა.
„ქართულმა ოცნებამ“ ზურაბიშვილის ეს ნაბიჯი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მას აღნიშნულ ვიზიტზე მთავრობისგან თანხმობა არ ჰქონია.

იტვირთბა....