პროკურატურაში ჰაკერს ვასილ ჯამალაშვილს კითხავენ. ის კუდ-ის ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი და უკანონო ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებული ზურაბ ჯამალაშვილის შვილია. ინფორმაციას მისი უწყებაში მისვლის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.
უცნობია რა შეკითხვები აქვთ მასთან უწყებაში.
ვასილ ჯამალაშვილმა ჯერ კიდევ გუშინ განაცხადა, რომ მას პირადი ცხოვრების ამსახველ ფარულ კადრებთან დაკავშირებით არანაირი შეხება არ აქვს, მას არასდროს არ ჰქონია ამ კადრებთან წვდომა და მეტიც, ის 2012 წლის მერე საერთოდ აღარ მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს უწყებაში.
ამავე საქმეზე დაკავებულია მისი მამაც, მას სასამართლომ დღეს უკვე შეუფარდა აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა.
შეგახსენებთ, ზურაბ ჯამალაშვილი 15 მარტს 157-ე მუხლით დააკავეს, რაც პირადი საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებას გულისხმობს.