რამდენიმე საათის წინ საინფორმაციო სააგენტო Cnews-მა გაავრცელა ირაკლი ღარიბაშვილის ფოტო ნიუ-იორკიდან, რომელიც 25 აგვისტოთი თარიღდება. უცნობია პრემიერის აშშ-ში გამგზავრების მიზეზი, თუმცა, ფაქტია, რომ ეს სამსახურს არ უკავშირდება, რადგან მისი ოფიციალური ვიზიტის შესახებ პრესსამსახურს ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
ამასთან, ღარიბაშვილის შვილი სასწავლებლად სწორედ ამერიკაშია წასული. რამდენად უკავშირდება პრემიერის გამგზავრება შვილის იქ ყოფნას, ეს უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ მთავრობის მაღალჩინოსნები დასავლურ განათლებასა და არდადეგებს ამჯობინებენ, მაგრამ ქვეყანას, მათივე გადაწყვეტილებით, ნაკლებად დასავლური კურსი უჭირავს.
ფოტო: Cnews