დღევანდელ ქადაგებაზე მეუფე იაკობმა უკრაინის ომზე ისაუბრა და ევროპა უმოქმედობაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ცივილურ სამყაროს რუსეთის დამარცხება რომ სდომოდა, სხვა ძალისხმევას გამოიჩენდა:
“უკრაინის ომი, მოვა დრო და დამთავრდება, პირდაპირ გეტყვით, ამას კაცობრიობის განადგურება არ მოჰყვება, მაგრამ ამ ომში გამარჯვებული ევროპის მხრიდან არ მგონია, რომ ვინმე იყოს. რუსების დამარცხება რომ უნდოდეთ, ალბათ, სხვა ძალისხმევას დაატანდნენ და არ გაუჭირდებოდათ, მიუხედავად იმისა, რომ ატომური სახელმწიფოა. აქ დამარცხებაზე არ არის საუბარი, აქ საუბარია ერთმანეთის გამოფიტვაზე. ნუთუ ვინმე ფიქრობს, რომ ეს დამთავრდება და მორჩება, უფრო დიდი მიზანი ხომ არ არის და უფრო სხვაგან ხომ არ შეიძლება მერე ველოდოთ, ამაზეც ვიფიქროთ,“ – განაცხადა მეუფე იაკობმა.