მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის, მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დღეს, 28 აგვისტოს, დილით, რუსეთის დედაქალაქზე უპილოტო საფრენი აპარატით მორიგი შეტევა იყო.
მისივე ცნობით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატი მოსკოვის ოლქის ლუბერეცის რაიონში ჩამოაგდეს.
„დღეს ლიუბერცის რეგიონში საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოსკოვის მიმართულებით მფრინავი დრონი გაანადგურეს. მანამდე მსხვერპლი და ნგრევა არ ყოფილა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების სამსახურები“, – აღნიშნა სობიანინმა.