ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პროტესტი ლილოს დასახლებაში – მოსახლეობა სასმელი წყლის მიწოდების პრობლემის მოგვარებას ითხოვს

პროტესტი ლილოს დასახლებაში, მოსახლეობა სასმელი წყლის მიწოდების პრობლემის მოგვარებას ითხოვს.

ადგილობრივებს სასმელი წყალი გრაფიკით, ხშირ შემთვევაში კი რამდენიმე დღე სრულად არ მიეწოდებათ. მოსახლეობამ დღეს პრობლემის მოგვარების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა.

ლილოს გამგებელი ადგილობრივებს პირობას აძლევს, რომ სასმელი წყლის მიწოდებისთვის მილების რეაბილიტაციის სამუშაოებს კომპანია “ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერი” 1 თვეში დაასრულებს, თუმცა ლილოს მცხოვრებლებს ხელისუფლების დაპირების არ სჯერა, ამბობენ, რომ თვეებია, ამ პრობლემის წინაშე დგანან და მათი ხმა ხელისუფლებას არ ესმის.
წყარო – “მთავარი არხი”

იტვირთბა....