ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ნალექი ამძიმებს ქანს და მიდრეკილს ხდის მეწყრული პროცესებისკენ” – გოდოლაძე შიომღვიმეზე

ნალექი ამძიმებს ქანს და მიდრეკილს ხდის მეწყრული პროცესებისკენ – ამის შესახებ სეისმოლოგმა თეა გოდოლაძემ შიომღვიმეზე განაცხადა.

“ჩემთვის ეხლა ეს არის ზუსტად ჭარბი ნალექიანობის შედეგად კონგლომერატის შლა და მეტი არაფერი. ეს არის მე რასაც ვუყურებ. იმიტომ რომ რასაც ვაფრთხილებდით და ვიცოდით, რომ ისეთი გაზაფხული იყო, ისეთი ზამთარი იყო, ისეთი ზაფხულია, რომ ნალექი ამძიმებს ქანს და მიდრეკილს ხდის მეწყრული პროცესებისკენ… ერთი შეხედვით, ეს არის, რასაც ვუყურებ. მე დასკვნას ვერ გამოვიტან ნამდვილად, სანამ იქ არ მივალ და თვითონ არ ვნახავ, რა ხდება. გეომეტრიულად უცნაურად მეჩვენება და ამიტომ საინტერესოა, სანახავია” – ამბობს თეა გოდოლაძე.

იტვირთბა....