სასტიკად ნაცემი ქალები და მოხუცები – ირკვევა, რომ სოფელი გარეთ იმ დროს გამოვიდა, როდესაც ნასვამმა პირებმა ავტომობილი ელექტროგადამცემ ბოძს დააჯახეს და სოფელი შუქის გარეშე დატოვეს. მას შემდეგ, რაც მოსახლეობამ პრეტენზია გამოთქვა, დაიწყო მათი სასტიკი ცემა.
ურტყამდნენ ქალებს და მოხუცებს. ადგილზე საპატრულო პოლიციაც გამოიძახეს, თუმცა თავდამსხმელებმა სოფელი მათ მისვლამდე დატოვეს.
ადგილობრივები თავდამსხმელების დასჯას ითხოვენ. მძიმე დაზიანებები აქვს მიყენებული სახის არეში 70 წლის მამაკაცს.
მოსახლეობა ამბობს, რომ თავდამსხმელები სამართალდამცველები იყვნენ. საუბარია სპეცდანიშნულების რაზმის წევრებსა და რუსთავის პოლიციის წარმომადგენლებზე. სწორედ ისინი გაუსწორდნენ ფიზკურად სოფლის მოსახლეობას.
უკვე დღეს ნაცემი მოქალაქეები თავდასხმელებმა ადგილობრივ პოლიციის განყოფილებაში დაიბარეს და მათ ბოდიში მოუხადეს. ურჩიეს, რომ მომხდარზე აღარ ესაუბრათ.
მომხდარს შსს-ს ადასტურებს. უწყების ცნობით, გამოძიება ხულიგნობის და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების მუხლით დაიწყო.