სამგორში თვალჭრელიძის ქუჩაზე, სადაც სოციალურად დაუცველებს შენობიდან ასახლებენ – პოლიცია მოსახლეობას მოუწოდებს ნებაყოფლობით დატოვონ შენობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმს გამოიძახებენ და ძალით გამოყენებით დაატოვებინებენ სახლებს.
ქალები, მოხუცები, ბავშვები – სულ 25 ოჯახს უპირებენ გამოსახლებას. მოსახლეობამ არ იცის, სად უნდა წავიდეს და უარს ამბობს შენობის დაცლაზე.
მათ ეუბნებიან, რომ შენობა გასხვისებულია, თუმცა მოსახლეობის თქმით, ოფიციალური დოკუმენტებით ეს ობიექტი სახელმწიფოს ბალანსზეა.