თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად შარაძემ მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი წინასწარ პატიმრობაში დატოვა. მან დაცვის მხარის შუამდგომლობა წინასწარი პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე, არ გაითვალისწინა.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტური დეპარტამენტის 4 თანამშრომელი მოწმის სახით გამოიკითხა, რომლებმაც საქმის ფარგლებში ლაზარე გრიგორიადისისა და პოლიციელის ტანსაცმელზე არსებული დაზიანებები, ასევე მარტის აქციებზე დამწვარი ავტომობილის დაზიანებები შეისწავლეს.
ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი 22 სექტემბერს, 16:00 საათზე ჩაინიშნა.