კითხვაზე, შეიძლება თუ არა ამ აფეთქების უკან ვლადიმერ პუტინი იდგეს, ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ, მისი აზრით, ამაში დამნაშავე რუსეთის პრეზიდენტი არ არის.
„ვერ ვიტყვი, ვინ გააკეთა ეს. მე ჩემი უფროსი ძმის იურისტიც კი ვერ გავხდები, მაგრამ პუტინს ვიცნობ. ის ძალიან მშვიდი და ნელი ადამიანია, მაშინაც კი, როდესაც გადაწყვეტილებებს სხვა, ნაკლებად რთულ საკითხებზე იღებს. ასე რომ ვერ წარმომიდგენია, რომ ეს პუტინმა გააკეთა, რომ პუტინი დამნაშავეა. ეს ზედმეტად უხეში, არაპროფესიონალური სამუშაოა ამ მხრივ“, – განაცხადა ლუკაშენკომ.