ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

აშშ-ში ვარაუდობენ, რომ პრიგოჟინის თვითმფრინავი რუსული რაკეტით ჩამოაგდეს – Reuters

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვარაუდობენ, რომ “ვაგნერის” დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავი რუსული რაკეტით ჩამოაგდეს. ამის შესახებ გამოცემა Reuters ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, ანონიმური წყაროები აცხადებენ, რომ აშშ-ს აქვს რეალური საბაბი რომ ეს იფიქროს. თუმცა, მათივე თქმით, ეს მხოლოდ წინასწარი ვარაუდებია და სიტუაციის ანალიზი გრძელდება.

ცნობისთვის, 23 აგვისტოს რუსეთში, ტვერში, ევგენი პრიგოჟინის კუთვნილი თვითმფრინავი ჩამოვარდა.
“როსავიაციამ” დაადასტურა, რომ ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე, 9 ადამიანთან ერთად თავად პრიგოჟინიც იმყოფებოდა.

იტვირთბა....