რუსული მედიის ცნობით,რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი საუბრობს და ტვერში პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნას ეხმაურება:
“მიმდინარეობს გამოძიება. მოგიწოდებთ, ყურადღება გაამახვილოთ ფაქტებზე და არა იმაზე, რასაც დასავლური მედია ამბობს”.
ცნობისთვის, 23 აგვისტოს რუსეთში, ტვერში, ევგენი პრიგოჟინის კუთვნილი თვითმფრინავი ჩამოვარდა.
“როსავიაციამ” დაადასტურა, რომ ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე, 9 ადამიანთან ერთად თავად პრიგოჟინიც იმყოფებოდა.