სამოქალაქო აქტივისტი ალექსანდრე მილორავა სასამართლოს მოლოდინშია. ის გუშინ საკუთარი საცხოვრებელი სახლის წინ დაააკავეს.
მილორავას თქმით, ის თაყაიშვილოს ქუჩაზე იმყოფებოდა, როცა უკრაინის მოქალაქეები არასწორად გაჩერებულ ავტომობილს აპროტეტებდნენ. პროტესტით უკმაყოფილო საპატრულო პოლიციამ უკრაინის მოქალაქეს საქართველოს დატოვებისკენ მიუთითა. ამ ფაქტს გამოეხმაურა სწორედ სამოქალაქო აქტივისტი, რის გამოც ის თავად დააპატიმრეს.
“საპატრულო პოლიცია ეკამათებოდა უკრაინის მოქალაქეებს, რაზეც ჩავერიე და მაინტერესებდა, რა ხდებოდა. რა დროსაც გავიგე, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა უთხრა უკრაინის მოქალაქეებს, თუ არ მოსწონთ საქართველოში არსებული რეალობა და ვითარება, მაშინ შეუძლიათ, მათ დატოვონ საქართველ. ამან, რა თქმა უნდა, ჩემში გამოიწვია პროტესტი, რის საპასუხოდაც ვუთხარი პოლიციელებს, რომ ნუ იქცევიან ასე. ამ
სიტყვების გამო პოლიციის მხრიდან გამოვლინდა ჩემ მიმართ აგრესია და მითხრეს, რომ კვერცხები არ უნდა გვესროლა ჩვენ პოლიციელების მიმართ. რაზეც ვუთხარი, რომ ეს მათი მიმართულებით ნასროლი კვერცხები არ იყო და ეს იყო ნასროლი ოკუპანტების მიმართ. მე არ მაქვს იმის მოლოდინი, რომ ისინი გამამართლებენ, რადგან ეს იყო განზრახ გაკეთებული, რომ მე დავესაჯე, როგორც ანტირუსული კამპანიის ერთ-ერთი წევრი”, – ამბობს მილორავა.