ეს ყველაფერი ატვირთულია “ფეისბუქზე” და “იუთუბიზე” და ადგილი, სადაც ეს ინფორმაცია არის დაცული, მდებარეობს უცხოეთში – ფარული ჩანაწერების შესახებ ჟურნალისტებს არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ განუცხადა.
“იქიდან გამომდინარე, რომ ფაილების გავრცელება მოხდა უცხოეთში მდებარე სერვერებსა და კომპანიებზე, ჩვენ შესაბამისი სამართლებრივი თხოვნით მივმართეთ ჩვენს კოლეგებს, სამართალდამცველ ორგანოებს. დიდი იმედი გვაქვს მათი დახმარების. ეს ყველაფერი ატვირთულია “ფეისბუქზე” და “იუთუბიზე” და ადგილი, სადაც ეს ინფორმაცია არის დაცული, მდებარეობს უცხოეთში. მათგან უკვე მივიღებთ ინფორმაციას, თუ რომელი ქვეყნის IP მისამართიდან არის ატვირთული ეს ფაილები”, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.